ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

“ჩრდილოეთ კორეის რაკეტებმა დაახლოებით 360 კილომეტრი იფრინეს და აღმოსავლეთის ზღვაში ჩაეშვნენ“ – აცხადებენ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა კომიტეტში, თუმცა რაკეტების რაოდენობას არ აკონკრეტებენ.

სამხრეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გაშვებას გმობს და პროვოკაციად აფასებს.

მსგავსი თემები