ენტონი ბლინკენისა და დევიდ ლამის კიევში ვიზიტის დროს ჰაერო განგაშის სიგნალი გაისმა

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი, სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებთან ერთად, უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდნენ, რა დროსაც საჰაერო განგაშის სიგნალი გაისმა.

როგორც მედია წერს, განგაშის სიგნალი დაახლოებით 30 წუთს გრძელდებოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის საფრთხის შესახებ განაცხადეს.

რაკეტა სუმის რეგიონიდან პოლტავას რეგიონის მიმართულებით მოძრაობდა, მოგვიანებით კი უკრაინის საჰაერო ძალებმა რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები