შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ. ისინი „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით,  „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლებიდა დაზიანდა ნიადაგი.

„გვაზიანებს კომპანია და არ გვაქცევენ ყურადღებას. ზიანდება სახლები, არის მარგანეცის მტვერი და ფაქტობრივად, აღარ შეიძლება იქ ცხოვრება. არ აინტერესებს არავის ჩვენი გასაჭირი. მოგვაქციონ ყურადღება, სახელმწიფო ჩაერთოს, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. შეაწუხოს ეს კომპანია. თვეები და წლებია ეს პროტესტი გრძელდება. მე-11 დღეა ბიჭები შიმშილობენ. ვაპირებთ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი მამაპაპისეული ადგილ-მამული. არ ვაპირებთ, რომ ეს ადგილები ვიღაცას ვაჩუქოთ იმისთვის, რომ მილიარდერი გახდეს” – განაცხადა შუქრუთის მაცხოვრებელმა, ბექა მეფარიძემ.

მსგავსი თემები