“ფასების გაძვირება დაბალშემოსავლიან ფენას ძალიან ურტყამს” – რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფასების გაძვირება დაბალშემოსავლიან ფენას ძალიან ურტყამს.

“ფასების გაძვირება სასიცოცხლოდ აუცილებელ საქონელს ეხება, ამიტომ ეს დაბალშემოსავლიან ფენას ძალიან ურტყამს. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში სიღარიბის შემცირება არ ხდება,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი თემები