“ევროკავშირი მზადაა სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე”- ევროკომისარი

ევროკავშირი მზადაა სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე, ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა განაცხდა. მისივე განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის იმპორტის წილი მკვეთრად შემცირდა.

„ზამთრის მოახლოებასთან ერთად განვაგრძობთ ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერას“-  განაცხადა სიმსონმა.

დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ენერგეტიკული კავშირის მდგომარეობის ანგარიში 2024 წლისთვის. ანგარიში აღწერს, თუ როგორ გაუმკლავდა ევროკავშირი უპრეცედენტო გამოწვევებს ენერგეტიკული პოლიტიკის სფეროში.

მსგავსი თემები