“სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია”- ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთის გუნდი დაამარცხა. გოლის ავტორი გიორგი ქოჩორაშვილია. როგორც ფეხბურთელი წერს, გუნდი მზადაა მაქსიმუმი გააკეთოს.

„ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ. როგორც გუნდი, ჩვენ მზად ვართ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ვიყოთ მაგალითი მათთვის, ვინ ღაც დიდს ვაღწევთ. სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით, სანამ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ბრძოლა ღირს და ეს ვიღაც მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარია და ჩვენ არასდროს დავნებდებით! ” – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

 

მსგავსი თემები