,,ჩვენ უშუალო თვითმხილველები გავხდით, ვის აქვს ხედვა და ძალა, ჩვენი გაყოფის ნაცვლად ეს ქვეყანა წინ წაიყვანოს”, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ სატელევიზიო დებატებს.
„კამალა ჰარისი ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება“, – წერს ბარაკ ობამა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, რომ კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა, რომელსაც ABC News-მა უმასპინძლა.