,,არ იყო, ალბათ, ლამაზი მათგან ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ, ამით, ჩვენ ისინი დავადუმეთ” – ლუკა ლოჩოშვილი საქართველოს ჰიმნზე ალბანელების რეაქციის შესახებ

,,არ იყო, ალბათ, ლამაზი მათგან ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ, ამით ჩვენ ისინი დავადუმეთ”, – საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი, ლუკა ლოჩოშვილი ალბანეთთან შეხვედრის წინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

,,ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი გარემოა სტადიონზე, უფრო მოტივაციას მაძლევს, ორმაგად მოტივირებული ხარ. რაც შეეხება დამოკიდებულებას, არ იყო, ალბათ, ლამაზი მათგან ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ – ამით, ჩვენ ისინი დავადუმეთ,” – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.

ორი ქვეყნის ეროვნული ნაკრებების მატჩის დაწყებამდე, ტრადიციულად, სტადიონზე მეტოქეების ეროვნული ჰიმნები აჟღერდა. საქართველოს ჰიმნის დროს, ალბანელი გულშემატკივრის ნაწილმა სტვენა დაიწყო.

 

მსგავსი თემები