დიდმა ბრიტანეთმა ირანსა და რუსეთს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ირანსა და რუსეთს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმების ფარგლებში, ბრიტანეთის ე.წ. შავ სიაში ათი ახალი ჩანაწერი გაჩნდა, მათ შორის სანქციები დაუწესდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს. ასევე ნუსხაში შეიყვანეს რუსეთის უპილოტო ავიაციის 924-ე სახელმწიფო ცენტრი და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სარდლობა.

რუსეთის უპილოტო ავიაციის 924-ე სახელმწიფო ცენტრი პასუხისმგებელია რუსეთის არმიისთვის დრონების მიწოდებაზე, მათ შორის, იმათზეც, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმებისთვის გამოიყენება.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა კონკრეტული სანქციები რამდენიმე ირანელი პირის წინააღმდეგ, რომლებიც, მათი თქმით, ჩართული იყვნენ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაში, მათ შორისაა ირანელი გენერალი სეიედ ჰამზე ღალანდარი, რომელიც ირანის პარტნიორ ქვეყნებში თავდაცვის პროდუქტების ექსპორტს ხელმძღვანელობს.

მსგავსი თემები