“აიძულეს ტალახაძე და პეტრიაშვილი, სიაში ყოფილიყვნენ”- ელისაშილი

„ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის დუშკაბინით ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ უმძიმესად აქვთ საქმე – აიძულეს ტალახაძე და პეტრიაშვილი, სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფერი უშველით“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში სპორტსმენების – ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის ნახვა გულდასაწყვეტია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მათთან ერთად დაამარცხებენ.

“ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი ორი ქართველო სპორტსმენი არის „ქართული ოცნების“ სიაში – ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მოცემულობაა, მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს და მათთვის ალბათ, კარგი გამოცდილება და მწარე გაკვეთილი იქნება, რომ არ უნდა გაანიავონ ხოლმე ხალხის სიყვარული, არ უნდა დაახურდაონ აბსოლუტურად მათთვის გაუგებარ თანამდებობაზე”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან

მსგავსი თემები