,,მმართველი პარტია დასუსტებულია, გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ” – ზურაბიშვილი

,,მმართველი პარტია დასუსტებულია. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

,,მმართველი პარტია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ დასუსტებულია. გამოკითხვების მიხედვით, ისინი 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა ევროპისკენ სწრაფვაში მტკიცე რჩება, იმ დონემდე, რომ “ქართულ ოცნებას” მოუწია, თავისი ლოგოსთვის გადაეხედა და საარჩევნო პლაკატად ისეთი სიმბოლო აერჩია, რომელიც მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან აერთიანებს”, – თქვა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები