,,გთხოვთ, არ შეეჩვიოთ ომს, რადგან თუ ყველა მიეჩვევა, ეს ომი შეიძლება არასდროს არ დასრულდეს”- ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას განცხადებით, უკრაინელები თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. ამასთან, პირველი ლედი მოუწოდებს მსოფლიოს არ შეეჩვიონ უკრაინაში მიმდინარე ომს, რადგან თუ ყველა მიეჩვევა, ეს ომი შეიძლება არასდროს არ დასრულდეს.

„ჩვენ მზად არ ვართ დავთმოთ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტერიტორიები. არ შეიძლება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვა და შემდგომში მშვიდად ყოფნა. აგრესორი არ შეჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, არ გაჩერდებიან, სანამ სრულად არ გაგვანადგურებენ. ამიტომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე.  დიახ, თქვენგან ის შორსაა, დიდხანს გრძელდება და მისგან შეიძლება დაიღალო, მაგრამ გთხოვთ, არ შეეჩვიოთ, იმიტომ რომ თუ ყველა მიეჩვევა, ეს ომი შეიძლება არასდროს არ დასრულდეს. ჩვენ კი გამარჯვება უმოკლეს პერიოდში გვსურს. არ შეეჩვიოთ ჩვენს ტკივილს, იმიტომ რომ ეს რეალური ტკივილია, ეს თითოეული ოჯახის ისტორიაა, რომელიც ახლა გაყოფილია, რომელსაც არ შეუძლია იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრებით. ეს არ უნდა ხდებოდეს 21-ე საუკუნეში ევროპის ცენტრში,”- განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

მსგავსი თემები