ასპინძაში მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეხის ჩამოვადნის დროს ორივე პიროვნება ტყეში იმყოფებოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, ერთი ადამიანი უკვე დაღუპული დახვდა, მეორე კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები