წნორში, სარწყავ არხში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა მამაკაცი წნორში გამავალ სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის კაცი მეგობრებთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა, რის გამოც  მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მსგავსი თემები