ყაზბეგის 32-ში, დაპირისპირების დროს ადგილობრივი შეუძლოდ გახდა

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 32 ნომერში ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა, რა დროსაც ერთი ადგილობრივი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა პროტესტის რეჟიმშია. ისინი ამბობენ, რომ  მშენებლობა საცხოვრებელ კორპუსებს ნგრევის საფრთხეს უქმნის, ამიტომ მშენებელი კომპანიისგან, ,,სქაი რეზიდენსისგან” სპეციალურ დასკვნას ითხოვენ.  კომპანიას კი ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მაინც შეჰყავს.

დღეს ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მობილიზებულია პოლიცია. ხალხი ამბობს, რომ კომპანიამ დღეს ადგილზე ,,დაქირავებული მოჭიდავეები” მიიყვანა.

 

მსგავსი თემები