ქეით მიდლტონმა, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.
„შვებაა ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ ჩემი გზა განკურნებისა და სრული გამოჯანმრთელებისკენ გრძელია“, – განაცხადა უელსის პრინცესამ.
მისივე თქმით, ის მოუთმენლად ელის სამსახურში დაბრუნებას. ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი მიმდინარე წლის მარტში დაუსვეს.