რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 46 ,,შაჰიდიდან” 38 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 46 ,,შაჰიდის” ტიპის დრონიდან 38 ჩამოაგდეს, 3 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, სამმა დრონმა კი უკრაინის კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დატოვა.

ასევე, უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინას ,,ისკანდერ-მ” ბალისტიკური რაკეტითა და Kh-31P სარადარო რაკეტით შეუტია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ვინიცის, კიევის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, მიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავას რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მსგავსი თემები