რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვზე, დრონებით შეტევა იყო. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, სულ მოსკოვის რეგიონის სხვადასხვა რაიონში 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანი რამენსკოეში მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც მე-11-მე-12 სართულების რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა.
ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვამ სულ 59 დრონი ჩამოაგდო.
ტულას რეგიონის ხელისუფლება იტყობინება ორი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ, რომელთაგან ერთის ნამსხვრევები ,,საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე” დაეცა.
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა სამ რაიონში დრონების ,,ჩახშობის” (ელექტრონული საშუალებებით აპარატების შეჩერება) შესახებ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია მათი რაოდენობა.