საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია SF Airlines-მა, რომელმაც საქართველოzს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული სატვირთო ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, გაზარდა ოპერირების სიხშირე ურუმჩი – თბილისის – ურუმჩის საჰაერო ხაზზე. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, სექტემბრიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ სატვირთო რეისებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, SF Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა.

მსგავსი თემები