,,ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს” – დიმიტრი ხუნდაძე კეზერაშვილზე

,,ევროპელი პენსიონერების ქურდი, რომელიც ქურდად ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოყალიბდა, როდესაც გაძარცვა საკუთარი ჯარი, რა თქმა უნდა, ყველაფრის მკადრებელია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ დავით კეზერაშვილზე საუბრისას.

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ასეთი დანაშაულებისთვის საჭიროა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი განაჩენის გამოტანაც.

„ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს. გარდა იმისა, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოება მათ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს, „ქართული ოცნება“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობაში მოვა, მათ სამართლებრივ განაჩენსაც დაახვედრებს აუცილებლად“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

მსგავსი თემები