“უნდა დაიღუპოს აქაც ადამიანი, რომ ვიღაცამ ყური შეიბერტყოს”- თბილისში კოკინაკის დასახლებაში დახმარებას ითხოვენ

თბილისში, კოკინაკის დასახლებაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრება საშიშია. ადგილობრივებს აქვთ ეჭვი, რომ მათ საცხოვრებელ ზონაში მეწყრული პროცესებია დაწყებული. გარდა ამისა, ამბობენ რომ ყოველი წვიმის დროს მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხების გამო სახლეი იტბორება. სახლებს გამოცლილი აქვს საძირკველი და გაბზარულია კედლები.

„2019 წლიდან მოყოლებული, როდესაც შევამჩნიე ბზარები, ჩავედი გამგეობაში და ვთხოვე ყურადღება მოექციათ. არავის არ მოუქცევია ყურადღება. ეს ტონობით მასა, რომ მომწყდება, მარტო ამ მოსახლეს და მე კი არ დამაზიანებს, ჩავა დაახლოებით 500 მეტრში. იგივენაირი ტრაგედია უნდა დატრიალდეს, რაც შოვში დატრიალდა. უნდა დაიღუპოს აქაც ადამიანი, რომ ვიღაცამ ყური შეიბერტყოს“- ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი თემები