ფრანგი ამომრჩევლები დადებითად არიან განწყობილი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის მიმართ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის დიდხანს ვერ შეძლებს პოსტზე დარჩენას. ამის შესახებ გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა, Ifop-მა ფრანგული გამოცემისთვის ჩაატარა.
გამოკითხულთა 52% კმაყოფილია საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, მიშელ ბარნიეს დანიშვნით. ასევე, 62% მიიჩნევს, რომ ბარნიე კომპეტენტურია ამ თანამდებობისთვის.
ამავე დროს, გამოკითხვებში ჩანს, რომ 74 პროცენტის აზრით, ის ამ პოსტს დიდხანს ვერ დაიკავებს, განსაკუთრებით მემარცხენეების განცხადების შემდეგ, რომ მის მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.