რუსეთის მიერ კონსტანტინოვკაზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსმა სამხედროებმა საარტილერიო იერიში ქალაქ კონსტანტინოვკაზე. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, გარდაცვლილთაგან ყველაზე პატარა 24 წლის ბიჭია.

მისივე ცნობით, იერიშის შედეგად განადგურებულია ელექტროგადამცემების სამი ხაზი, აფთიაქი, 6 ავტომობილი, მაღაზია, ადმინისტრაციული შენობა და მრავალსართულიანი სახლი.

“რუსებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ქალაქზე, მოკლეს სამი მამაკაცი. სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მათ გაეწიათ საჭირო სამედიცინო დახმარება.. არ დააყენოთ თავი საფრთხის ქვეშ, მოახდინეთ დროული ევაკუაცია“- განაცხადა ვადიმ ფილაშკინმა.

მსგავსი თემები