ქირურგმა პაციენტის მუცლიდან უჩვეულო ნივთები ამოიღო

ინდოეთში ქირურგმა პაციენტის მუცლიდან გასაღებები, მაკრატელი და დანა ამოიღო. უცხოური მედიის ცნობით, პაციენტი 20 წლამდე მამაკაცია, მისი ვინაობა ანონიმურია.

როგორც „ნიუ-იორკ პოსტი” წერს, პაციენტის დედამ შეამჩნია, რომ დროთა განმავლობაში სახლიდან ნივთები ქრებოდა, ამიტომ შვილს ჰკითხა მან ხომ არ იცოდა რამე ამის შესახებ. შვილმა კი უპასუხა, რომ ისინი თავად გადაყლაპა.

ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტის მუცლიდან ექიმმა გასაღებები, მაკრატელი და დანა ამოიღო.

სამედიცინო სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პაციენტს, შესაძლოა, იშვიათი დაავადება პიკა ჰქონდეს, რომელსაც უვარგისი ნივთიერებების ჭამა ახასიათებს.

მსგავსი თემები