კანადა უკრაინას NASAMS-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს 2025 წლისთვის გადასცემს

კანადის მთავრობამ უკრაინისთვის 2025 წლის დასაწყისში NASAMS-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც კანადის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, კანადა აშშ-ის შეკვეთას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს მიუერთდა. დაგეგმილია 10 კომპლექსის წარმოება და შემდეგ მათი უკრაინისთვის გადაცემა.

საშუალო მანძილზე მოქმედი NASAMS-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას კომპანია Raytheon-ი დაამზადებს.

მსგავსი თემები