„უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საჭიროა ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებისთვის“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.
„მე უკვე ვისაუბრე ჩვენი მინისტრთა კაბინეტის, მრავალი სამინისტროს გადატვირთვაზე, ძალიან მადლობელი ვარ მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის მთელი გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ის ამბობს, რომ დღეს უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება.
„ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებასთან, გამონაკლისი არც საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატიაა“- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები წარადგინეს ორმა ვიცე-პრემიერმა და ოთხმა მინისტრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.