პარიზის პარალიმპიადაზე დღეს ორი ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს

3 სექტემბერს პარიზის პარალიმპიადაზე ორი ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს. 15:00 საათიდან ნინო თიბილაშვილი, ეტლით ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა, A კატეგორია. 15:00 საათიდან ირმა ხეცურიანი, ეტლით ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა, B კატეგორია.

ამ დროისთვის, პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ორი მედალი აქვს. 29 აგვისტოს სადებიუტო პარალიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ კი ბირთვის კვრაში კვლავ ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა.

მსგავსი თემები