ლილოში სოციალურად დაუცველები დახმარებას ითხოვენ

ლილოს დასახლებაში პოლიცია სოციალურად დაუცველი 20-მდე ოჯახის გასახლებას ცდილობდა, თუმცა მოქალაქეებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ოჯახები სამ კორპუსში არიან შესახლებულები. ისინი მერიას დახმარებას სთხოვენ და საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ.

ადგილზე მცხოვრებლები ყვებიან, რომ ფართების დასატოვებლად ბოლო ვადა დღეს აქვთ. მათივე თქმით, სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ ტერიტორია რადიაციულია და გამოსახლება მათივე უსაფრთხოების გამოა აუცილებელი.

,,გვეუბნებიან დილით დაცალეო, არ დავცლი. ბავშვებს ვფიცავ არ დავცლი და არსად არ წავალ. რაც უნდა ის გააკეთონ, დავწვავ აქაურობას და ისე გავალ. სამი შვილის დედა, მარტო ვზრდი სამივეს, ხან მაქვს საჭმელი, ხან არა. ყველგან ვიყავით, გამგეობაშიც ვიყავი, განცხადება დავწერე, დახმარება ვთხოვე, მაგრამ უარი მომივიდა”, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.

მსგავსი თემები