რუსეთს ასზე მეტი დრონით შეუტიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათმა საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათგან 2 – დედაქალაქ მოსკოვის თავზე და 7 – მოსკოვის ოლქის თავზე. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 34 – ბრიანსკის ოლქში, 28 ვორონეჟის ოლქში, 14 ბელგოროდის ოლქში და 8 – რიაზანის ოლქში.

აღსანიშნავია, რომ წუხელ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტმა თვითმფრინავების გაშვებასა და მიღებაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში მდებარე კონაკოვსკაიას სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.

 

მსგავსი თემები