ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის წილისყრის შედეგები ცნობილია

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონი პირველი ეტაპის წილისყრა ჩატარდა. წელს ტურნირი ახალი ფორმატით გაიმართება. ისტორიაში პირველად ძირითად ეტაპზე 36 გუნდი ითამაშებს.

კლუბები რეიტინგის მიხედვით 4 კალათში გადანაწილდნენ. თითოეული გუნდი რვა მატჩს გამართავს და თითოეული კალათიდან 2 მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება. ასევე აღარ იქნება საპასუხო მატჩები – გუნდები ერთმანეთს ამ ეტაპის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ შეხვდებიან.

გურამ კაშიას „სლოვანის“ მეტოქეები იქნებიან: „მანჩესტერ სიტი“ (შინ), „ბაიერნი“ (სტუმრად), „მილანი“ (შინ), „ატლეტიკო“ (სტუმრად), „დინამო ზაგრები“ (შინ), „სელტიკი“ (სტუმრად), „შტუტგარტი“ (შინ), „ჟირონა“ (სტუმრად).

ოთარ კიტეიშვილის „შტურმის“ მეტოქეები იქნებიან: „ლაიპციგი“ (შინ), „დორტმუნდი“ (სტუმრად), „ბრიუგე“ (შინ), „ატალანტა“ (სტუმრად), „სპორტინგი“ (შინ), „ლილი“ (სტუმრად), „ჟირონა“ (შინ), „ბრესტი“ (სტუმრად).

ირაკლი აზაროვის „შახტარის“ მეტოქეები იქნებიან: „ბაიერნი“ (შინ), „დორტმუნდი“ (სტუმრად), „ატალანტა“ (შინ), „არსენალი“ (სტუმრად), „იანგ ბოიზი“ (შინ), „ეინდჰოვენი“ (სტუმრად), „ბრესტი“ (შინ), „ბოლონია“ (სტუმრად).

მსგავსი თემები