აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება

30 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. ინფორმაციას air.gov.ge ავრცელებს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჰაერის ხარისხი ყველაზე ცუდი ამ ეტაპზე ქ. რუსთავში მეგობრობის გამზირი #35ა -ზე არსებულ სადგურზე ფიქსირდება. 101.68 PM10 მკგ/მ3 (PM10 – ეს არის ჩასუნთქვადი/ინჰალაციური ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი არის 10 მიკრონი (იგივე მიკრომეტრი) ან უფრო ნაკლები. საქართველოში PM10-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა არის 50 მკგ/მ3).

რაც შეეხება თბილისს აქ ჰაერის ცუდი ხარისხი ძირითადი მიზეზი აზოტის დიოქსიდია, ამ ეტაპზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩა N 5-თან 94.55 NO2 მკგ/მ3 (საშუალო მაჩვენებელი 40-75მკგ/მ3-ია) და რუსთაველის გამზირზე N6-თან 88.33 NO2 მკგ/მ.

მსგავსი თემები