“თითოეულ მოსამართლეს აქვს არჩევანი დადგეს ან ქართველი ხალხის გვერდით ან დადგეს ივანიშვილის გვერდით”- ბოკუჩავა”

„ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა, რადგან თითოეულ მოსამართლეს აქვს არჩევანი დადგეს ან ქართველი ხალხის გვერდით, ან დადგეს ივანიშვილის გვერდით, ან დადგეს საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად ქართველ ხალხთან , ან ჩაყვეს ივანიშვილს იმ იზოლაციაში, იმ სიღატაკეში, რასაც თავს ახვევს ქვეყანას 12 წლის მანძილზე“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის არჩევანი იქნება ევროპული კეთილდღეობისთვის.

„მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის არჩევანი იქნება ევროპული კეთილდღეობისთვის, როდესაც ჩვენ უარს ვეტყვით სიღატაკეს იზოლაციაში, მე მჯერა, რომ ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ეს არის ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ამბობს -არა რუსულ კანონს, კი ევროპას! ერთიანობით ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ პენსიებს, ევროპულ განათლებას, ევროპულ ჯანდაცვას. 26 ოქტომბერი არის ბოლო შანსი მოვიპოვოთ ევროპული კეთილდღეობა და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, 26 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“- განაცხადა  თინა ბოკუჩავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დღეს დაიწყო.

მსგავსი თემები