მამაკაცი ეგვიპტიდან იაპონიამდე თვითმფრინავისა და პირადი ტრანსპორტის გამოყენების გარეშე ჩავიდა

მამაკაცი ეგვიპტიდან იაპონიამდე თვითმფრინავისა და პირადი ტრანსპორტის გამოყენების გარეშე ჩავიდა. ბრიტანული გამოცემის ცნობით, ომარ ნოკმა მოგზაურობა ეგვიპტიდან 2024 წლის 8 თებერვალს დაიწყო.

ნოკმა გადაწყვიტა, რომ დანიშნულების ადგილამდე, იაპონიამდე საკუთარი მანქანისა და თვითმფრინავის გამოყენების გარეშე წასულიყო. მან, 10 000 მილი ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და აქლემის გამოყენებითაც კი გაიარა.

„ვიფიქრე, რომ ამ მოგზაურობას ფრენის გარეშე გავივლიდი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალაქი მენახა, თან აზიაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ“- განაცხადა ნოკმა.

მსგავსი თემები