ოროპუშის ცხელება – ევროპაში, ახალი ვირუსი გავრცელდა

ოროპუშის ცხელება, ევროპაში, ახალი ვირუსი გავრცელდა. ვირუსის წინააღმდეგ, ამ ეტაპზე, ვაქცინა არ არსებობს

რა არის ოროპუშის ცხელება?

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულმა ცენტრმა 2024 წლის 9 აგვისტოს  გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წელს, მარტიდან ივლისამდე, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში გამოვლინდა ოროპუშის ცხელების 19 შემთხვევა: ესპანეთში 12 შემთხვევა, იტალიაში – 5 და 2 – გერმანიაში.

ყველა ადამიანი, ვინც დაავადდა, ჩამოვიდა ბრაზილიიდან ან კუბიდან, სადაც ეს ვირუსი 2023 წლის ბოლოდან „დადის“. 2024 წელს, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში – ბრაზილია, პერუ, ბოლივია, კოლუმბია და კუბა – დაახლოებით, 8 ათასი ადამიანი დაავადდა ცხელებით, ყველაზე მეტად კი, დაავადება გავრცელებულია ბრაზილიაში.

რა არის ოროფუშის ცხელების გამომწვევი მიზეზი? 

დაავადება გამოწვეულია ვირუსით, რომელიც ვრცელდება მწერებისა და კოღოების ნაკბენით.

აღნიშნული ვირუსი თითქმის 70 წელია არსებობს, მაგრამ გარდაცვალება მხოლოდ წელს დაფიქსირდა.

რამდენადაც ცნობილია, ვირუსი არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს.

ოროფუშის ცხელება – დაავადების სიმპტომები

სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება 3-12 დღეში. მაგრამ, ამავე დროს, დაავადება ადამიანების 40%-ში  უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 2-7 დღის შემდეგ, სიმპტომები ქრება, თუმცა, შესაძლოა, დაბრუნდეს რამდენიმე დღის ან თუნდაც კვირის შემდეგ და გამოიწვიოს ზოგადი სისუსტე.

დაავადების ძირითადი სიმპტომებია:

ცხელება;

გამონაყარი;

თავის ტკივილი;

ტკივილი კუნთებსა და სახსრებში.

ზოგჯერ აღინიშნება დიარეა, გულისრევა.. დაავადება არ იწვევს სურდოს, ხველას ან ქოშინს.

შესაძლებელია თუ არა მისგან თავის დაცვა?

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ან ანტივირუსული პრეპარატები არ არსებობს, ამიტომ დაავადების პრევენცია მნიშვნელოვანია.

რას გვირჩევენ სპეციალისტები:

გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო საშუალება. განსაკუთრებით, თუ იმყოფებით პოტენციურად საშიშ უბანში, სადაც ვირუსი შეიძლება გავრცელდეს;

გამოიყენეთ კოღოს საწინააღმდეგო ბადეები, რომლებიც იცავენ მწერებს;

ექსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ იმ ქვეყნებიდან დაბრუნებისას, სადაც ოროპუშის ვირუსი არსებობს, 3 კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააკონტროლოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მსგავსი თემები