იაპონიის ხელისუფლებამ ტაიფუნ „შანშანის“ გამო კუნძულ კიუსიუზე მცხოვრები მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა.
ტაიფუნმა ძლიერი ქარისა და წვიმის სახით იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს გადაუარა. მან მწყობრიდან ელექტროგადამცემი ხაზები გამოიყვანა. ასობით ავიარეისი გაუქმდა და მსხვილმა ქარხნებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.
სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს, რაც კი ოდესმე ამ რეგიონში დაფიქსირებულა.
იაპონიის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ ყველა ქარხანა გააჩერა. Nissan-მა, Honda-მ და სხვა მწარმოებლებმაც დროებით შეაჩერეს მუშაობა.