კიევში კვლავ საჰაერო განგაშია

ხუთშაბათს, დილით კიევში კვლავ საჰაერო განგაშია. უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსი დამპყრობლების მიერ გაშვებული კამიკაძე-დრონების გაუვნებელყოფას აგრძელებს.

დრონების მოძრაობა შეინიშნება შემდეგ რეგიონებში: კიევი, ჟიტომირი, ჩერნიგოვი, ჩერკასი, პოლტავა.

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა. ადგილობრივი ხელისუფლების, ინფორმაციით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 10-ზე მეტი რუსული ,,შაჰედი” დედაქალაქის თავზე და გაანეიტრალეს მტრის 5 დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე.

მსგავსი თემები