„კოჟორიძე და ნაცვლიშვილი ისეთივე ახალი ძალაა, როგორც მე ვარ გასათხოვრად მომზადებული ქალიშვილი“ – გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

“შალვა ნათელაშვილმა ისე ლანძღა მამუკა ხაზარაძე, რომ დღეს მათი ერთობა სასაცილოა,“ – ამის შესახებ კონორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ხაინდრავა ოპოზიციური პარტიების „ერთობას“ ეხმაურება და მათ კრიმინალურ დაჯგუფებად მოიხსენიებს.

„ხაზარაძეზე არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ჯაფარიძეზე, ამ დროს სასამართლოს ეზოში იქმნება პოლიტიკური პარტია.  ეს არის წარმოუდგენელი რამ, ძალიან სახიფათო საზღვარს მიაღწია პოლიტიკას ამოფარებამ. პოლიტიკური ლოიალობა საზოგადოებაში უნდა მოიპოვო სიმართლით, ის ჯამი რაც ერთადაა თავმოყრილი პოლიტიკაში და ამის სიმბოლო არის ჟორიკა რურუა ეს არის წარმოუდგენელი. გუშინდელი დღის „გაპრავებას“ ცდილობენ ეს „პოლიტიკური ფანჩატურის“ წარმომადგენლები.

ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ქართველი ხალხის სახელით საუბარი, ექვს არჩევნებზე პირდაპირ გამოიხატა ქართველი ხალხის ნება, მე ვერ წარმომიდგენია ქართველმა ხალხმა ჟორიკა რურუა პოლიტიკურ ლიდერად ცნოს.

პოლიტიკა ისეა დაბინძურებული, რომ ახალგაზრდებს ამ სფეროში აღარ უნდათ შემოხედვა, სადაა ახალი სახეები, კოჟორიძე და ნაცვლიშვილი, ისეთივე ახალი ძალაა, როგორც მე ვარ გასათხოვრად მომზადებული ქალიშვილი.“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები