პაველ დუროვს სასამართლომ საფრანგეთის დატოვება აუკრძალა და 5-მილიონიანი გირაო დააკისრა

პაველ დუროვს სასამართლომ საფრანგეთის დატოვება აუკრძალა და 5-მილიონიანი გირაო დააკისრა. ის პოლიციაში კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა.

შეგახსენებთ, რომ Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა. მის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობისა და ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის მუხლით.

მსგავსი თემები