გურჯაანის 2 სოფელი, შესაძლოა, კარანტინში აღმოჩნდეს

გურჯაანის ორი სოფელი: მელაანი და ჩალაუბანი, შესაძლოა, კარანტინში აღმოჩნდეს. ეპიდემიოლოგები ამ დასახლებებში ცრიან ყველა ადამიანს, ვისაც ბოლო დღეებში შინაურ ცხოველებთან ჰქონდა კონტაქტი.

ლაპარაკია ცოფის ვირუსზე, რომელიც მოულოდნელად და სწრაფად გავრცელდა. ბოლო დღეებში ამ სოფლებში ცოფით 14 ძაღლი მოკვდა. ასამდე შინაური ცხოველი კი კარანტინშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები