გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. სოფელ მელაანში ძაღლმა მცირეწლოვანი ბავშვი დაკაწრა, 10 დღის შემდეგ ცხოველი ოჯახისთვის საეჭვო მდგომარეობაში დაიღუპა, რის გამოც ადგილობრივები სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდნენ. ოჯახის ყველა წევრი, ვისაც დაავადებულ ძაღლთან ჰქონდა შეხება, აიცრა.

მელაანიდან და მიმდებარე სოფელ ჩალაუბნიდან მიუსაფარი ძაღლები ინტერმუნიციპალურ სააგენტოში გადაიყვანეს. თავშესაფარში 90 ძაღლი მოათავსეს, საიდანაც 14 დაიღუპა, თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული. დამუშავდა საეჭვო ტერიტორიები, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

,,ბავშვი დაჩხაპნა, მაშინვე წაიყვანეს ასაცრელად, როცა აცრეს, გააფრთხილეს, დააკვირდით ძაღლს, რა მდგომარეობაში იქნებაო, 10 დღის მერე ეს ლეკვი მოკვდა, მერე დაადგინეს რომ ჰქონდა და მერე ყველა აცრეს. დადიოდნენ, ძაღლი, კატა, ყველა აცრეს, უპატრონო ძაღლები დადიოდნენ და სულ ყველა წაიყვანეს”, – ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი თემები