მილანის მალპენსას აეროპორტში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რეისი გადაიდო

მილანის მალპენსას აეროპორტში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რეისი გადაიდო ან გადამისამართდა. ინფორმაციას აეროპორტის წარმომადგენელი ავრცელებს.

ძლიერი წვიმის გამო აეროპორტმა 27 რეისი ვერ მიიღო და ისინი ახლომდებარე ქალაქების აეროპორტებში გადამისამართდა, მათ შორის ბერგამოში, ტურინში, ბოლონიასა და ვენეციაში.

26 აგვისტოს ერთი საათი განმავლობაში მალპენსას ტერიტორიაზე 60 მილიმეტრის ოდენობის ნალექი მოვიდა. წვიმა აეროპორტის დარბაზშიც ჩავიდა.

მალპენსას აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად ამინდი გაუმჯობესდა და აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

მსგავსი თემები