,,მეგობრული ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა” – ზელენსკი ზურაბიშვილს

,,მეგობრული ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მილოცვას ეხმაურება.

,,დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობარო, კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობრული ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა. ჩვენი ხალხის კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას”, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები