უკრაინაში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის რეჟიმი ამოქმედდა

,,უკრენერგომ” უკრაინაში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის რეჟიმის ამოქმედების განკარგულება გასცა. მანამდე კიევის ზოგიერთ რაიონში მოხდა ელექტროენერგიის შეწყვეტა დედაქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ეს გამოწვეულია უკრაინულ ენერგეტიკულ ქსელში არსებულ ვითარებასთან.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო კიევში შეფერხდა წყალმომარაგებაც. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, წყალმომარაგების პრობლემაა დედაქალაქის მარჯვენა სანაპიროზე შეიქმნა.

კიევის მეტროს ნაწილი მუშაობას აგრძელებს, მეტროსადგურები ,,არსენალნაია” და ,,ხრეშჩატიკი” მხოლოდ თავშესაფრის რეჟიმში მუშაობენ. საჰაერო განგაშის პერიოდში შეწყვეტილია გადაადგილება მეტროს მიწისზედა მონაკვეთებზე.

შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, აგრესორი რუსეთი უკრაინას რაკეტებით ზღვიდან და ჰაერიდან უტევს.

მსგავსი თემები