„დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ“- შოლცი გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე

„დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ“ – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერმა თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„ზოლინგენში მომხდარი თავდასხმა საშინელი მოვლენაა, რომელმაც შოკში ჩამაგდო. თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი სასტიკად მოკლა. დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ “- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ბოლო მონაცემებით, ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.

მსგავსი თემები