საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გუშინ მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.
უამრავ მილოცვას შორის ერთ-ერთი ხვიჩას დედაა, რომელმაც საჯარო პოსტი სოციალურ ქსელში განათავსა:
„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი! დამიანე კვარაცხელია! ნიცა და ხვიჩა გილოცავთ! გამრავლდით და გაგვახარეთ“, – დაწერა მაკა ლუკავამ.