ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობი ანჯელინა ჯოლი ყოფილ მეუღლეს ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს. ანჯელინა ჯოლიმ სასამართლოში უკვე წარადგინა სარჩელი, რომელშიც აღწერილია, როგორ მოხდა მასზე და მათ შვილებზე მსახიობის თავდასხმა კერძო თვითმფრინავში.

როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, რომ პიტი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ძალადობის ფაქტი  2016 წლის სექტემბერში მოხდა და როგორც ჯოლი აცხადებს, რომ განქორწინებას ამას უკავშირდება.

„პიტმა ჯოლის თავში ხელი მოჰკიდა და შეაჯანჯღარა, შემდეგ კი მხრებზე ხელი მოჰკიდა და აბაზანის კედელს მიანარცხა. მას შემდეგ, რაც ერთი ბავშვი სიტყვიერად ჩაერია, პიტმა “საკუთარ შვილს შეუტია, ერთ შვილს ახრჩობდა, მეორეს სახეში გაარტყა”, – ნათქვამია სარჩელში.

 

მსგავსი თემები