,,გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით” – ზელენსკი

,,გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა და კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციას გამოეხმაურა.

,,გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით. ტყვია-წამლით მომარაგება შევამოწმეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ვალდებულებები მართლა შეასრულონ. ყველა პაკეტით და ყველა შეთანხმებით. კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაცია გრძელდება. მიმდინარეობს საბრძოლო მუშაობა, ვდგამთ ნაბიჯებს. ვაკონტროლებთ გარკვეულ რაიონებს. მადლობა ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს ტყვეების გაცვლის ფონდის შევსებისთვის”, – ამბობს ზელენსკი.

მსგავსი თემები