,,ბექა ოდიშარიას სამარცხვინო განცხადება, ეს როგორც ჩანს ,,ოცნების” მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა” – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ,,ოცნების” დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, სამარცხვინოს უწოდებს:

,,სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ!!!!

საერთოდ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე.

ეს როგორც ჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!”, – წერს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები