„მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება“- მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს, რომ ქვეყანა შეიძლება მოლაპარაკებების ხაფანგში აღმოჩნდეს. მანვე აღნიშნა, რომ „მტრის“ დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება.

„ნეონაცისტების მიერ კურსკის ოლქში ჩადენილი ტერაქტის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მშვენიერი სამყაროს თემაზე არაუფლებამოსილი შუამავლების ამაო ჭორაობა შეწყდა. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ. მათ ესმით, რომ მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება!“ – წერს დიმიტრი მედვედევი.

 

 

მსგავსი თემები