კირ სტარმერი ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, საერთაშორისო სამართალს პატივი სცეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ღაზას სექტორში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

კირ სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უფლება და პარტნიორებთან მუშაობა რეგიონული უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

„პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გაზარდოს დახმარების მიწოდება ღაზას სექტორში და უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის მუდმივი დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები